Saturday, December 10, 2016
მეხუთე დღე
დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა.დღეს გავაკეთეთ შეფასებები, მასწავლებლის სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტის შეფასებების სტრუქტურას და იმის მიხედვით დავწერეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. გავაკეთეთ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა შეფასება, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასება და პროექტის დასასრულს მოსწავლეთა პრეზენტაციების შეფასება. შემდეგ დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. დავწერეთ აგრეთვე, პროექტის დაწყებამდე საჭირო მოსწავლეთა წინარე ცოდნა. შემდეგ ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის დრაივზე. დრაივზე ატვირთულ საქაღალდეს შევუცვალე სახელი და დავარქვი პროექტის სახელი " ნეკრესიდან სამებამდე"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteპირველ რიგში მომხიბლა თქვენი პროექტის დიზაინმა,საინტერესო პროექტი გაქვთ
Delete