Sunday, December 18, 2016
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. დღეს დავათვალიერეთ ჩვენი ჯგუფის წევრების ნამუშევარი პროექტები და ყველა პროექტი შევაფასეთ კომენტარებით.
Saturday, December 17, 2016
მერვე დღე
დღეს პროექტის მერვე დღეა.დღეს შევქმენი საქაღალდე რომელიც გვქონდა ელექტრონული ფოსტის დისკზე, გავაზიარეთ ბლოგზე.ჩავამატეთ ბლოგზე პროექტში გამოყენებული სურათები, შემდეგ ბლოგზე ჩავამატეთ: ტექსტის გაჯეტი, სურათის გაჯეტი,ბლოგის სტუმრების დასათვლელი და გამოკითხვის გაჯეტები. ვნახეთ ამისი რედაქტირება და წაშლა.
Tuesday, December 13, 2016
მეშვიდე დღე
დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის დასკვნით ნაწილზე,დავწერეთ პროექტის პროცედურები იმ მიმდინარეობით როგორც გვაქვს პროექტის მსვლელობა. შემდეგ მასწავლებლის ელექტრონული სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ კურსის რესურსები, რომელიც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. დასრულებული პროექტი ავტვირთეთ ელექტრონული ფოსტის დრაივზე.
Sunday, December 11, 2016
მეექვსე დღე
დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა.ტრენიგი დავიწყეთ მასწავლებლის ინტერნეტსაელმძღვანელოს დათვალიერებით, გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. ამ ნიმუშების მიხედვით შევქმენით ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების ცხრილი და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმის წერა, სადაც ჩავწერეთ : დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო საქმიანობები და სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები. ჩვენი გეგმა შევინახე ჩემს საქაღალდეში.
Saturday, December 10, 2016
მეხუთე დღე
დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა.დღეს გავაკეთეთ შეფასებები, მასწავლებლის სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტის შეფასებების სტრუქტურას და იმის მიხედვით დავწერეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. გავაკეთეთ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა შეფასება, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასება და პროექტის დასასრულს მოსწავლეთა პრეზენტაციების შეფასება. შემდეგ დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. დავწერეთ აგრეთვე, პროექტის დაწყებამდე საჭირო მოსწავლეთა წინარე ცოდნა. შემდეგ ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის დრაივზე. დრაივზე ატვირთულ საქაღალდეს შევუცვალე სახელი და დავარქვი პროექტის სახელი " ნეკრესიდან სამებამდე"
Sunday, December 4, 2016
მეოთხე დღე
დღეს დავათვალიერეთ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოყვანილი მოსწავლეთა ნაშრომები, შემდეგ მსწავლის რანგში მოვიძიეთ ის ინფორმაცია და ფოტო მასალა რაც პროექტისთვის იყო საჭირო და ავაწყვეთ საპრეზენტაციო პროგრამაში.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ეს პრეზენტაცია შევინახე საქაღალდეში მოსწავლეთა ნამუშევრებში.
Saturday, December 3, 2016
მსამე დღე
დღეს დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევარჩიე კლასი 9 და თემა ვირტუალური ექსპედიცია "ნეკრესიდან სამებამდე ". მივუსადაგე სტანდარტები ისტორიიდან, გეოგრაფიიდან და ისტ-იდან. დავგეგმე ის დავალებები, რაც უნდა მივცე მოსწავლეებს კლასგარეშე სამუშაოდ. შედგენილი პროექტის სათაური და გეგმა ჩავსვი საპრეზენტაციო პროგრამაში power point-ში და განვათავსე ჩემს ელექტრონულ ფოსტის დრაივზე.
Tuesday, November 29, 2016
მეორე დღე
დღეს ტრენინგის მეორე დღეა. დღეს შევქმენი ბლოგი რათა შემდგომში განვათავსოთ შექმნილი პროექტი. შემდეგ გავეცანით მასწავლებლის ელექტრონული სახელმძღვანელოში განთავსებულ პროექტის ნიმუშებს: გეგმებს, რესურსებს. დავიწყე ფიქრი სასწავლო პროექტზე.
Sunday, November 27, 2016
პრველი დღე
დღეს ტრენინგისთვის შესანიშნავი ამინდია.დღეს გავეცანით მასწავლებლის ელექტრონულ სახელმძღვანელოს.ვნახეთ რა ინფორმაციისგან შედგებოდა და გადმოვწერეთ ის დოკუმენტები რომლებიც დაგვჭირდებოდა პროექტის წერის დროს. და შემდგომ.
ეს დოკუმენტებია:
- 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
- პორტფოლიოს ჩეკლისტი
- პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
- პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
- სასწავლო პროექტის გეგმა
შემდეგ შევქმენი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეები რომელშიც ნელა- ნელა ჩავამატებთ ინფორმაციას პროექტის შექმნის პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)